ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართველური ენები

ქართული ენის მოხეური კილო

მოხეური ხევში მცხოვრებ ქართველ მთიელთა მეტყველებაა. მოხეური ქართული ენის დამოუკიდებელი დიალექტური ერთეულია თავისი მკაფიოდ გამოკვეთილი ფონეტიკური და მორფოლოგიური თავისებურებებით. ენობრივად მას ძალიან ბევრი აქვს საერთო ქართლურთან და კახურთან, განსაკუთრებით კი ახლოსაა მთის კილოებთან: მთიულურ-გუდამაყრულთან და ხევსურულთან.

გავრცელების არე

მოხეური კილოს გავრცელების არე გარკვეულია და მყარი. იგი თითქმის არ სცილდება ყაზბეგის რაიონის საზღვრებს. მოხევეთა სოფლები გაშენებულია თერგის ორივე მხარეზე; მარცხნივ: ყანობი, ხურთისი, ფხელშე, გორისციხე, გაიბოტენი, არშა, თოთი, ფანშეტი, ტყარშეტი, გერგეთი, ცდო, გველეთი, ზემო და ქვემო ლარსი; მარჯვნივ: სიონი, გარბანი, ვარდისუბანი, სტეფანწმინდა.
მოხეური სოფლები არის აგრეთვე თერგის მარჯვენა შენაკადის სნოსწყლის ანუ შავი არაგვის ხეობაში: მარჯვნივ - კარკუჩა, ქოსელი და სნო, მარცხნივ - ახალციხე.




წყაროები:
ს. მაკალათია, ხევი, თბილისი, 1934.
ა. შანიძე, ქართული კილოები მთაში, კრებული ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით, ტფილისი, 1915.
კ. გუგუშვილი, მოხეური კილო, ნ. ბარათაშვილის სახ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. I, 1942; ტ. III, 1947.
ო. ქაჯაია, ქართული ენის მოხეური დიალექტი, (საკანდიდატო დისერტაცია), თბილისი, 1954.
ი. ქავთარაძე, მოხეური კილო ყაზბეგის ენაში, სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. XXXV B, 1949.
შ. ძიძიგური, ალ. ყაზბეგის ლექსიკონი, დართული ალ. ყაზბეგის თხზულებათა სრულ კრებულს (ტ. I-IV).
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.