ARMAZI არმაზი ARMAZI

ქართველური ენები

ქართული ენის ხევსურული კილო

ხევსურული დიალექტი აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტების (ფშაური, მოხეური, თუშური, მთიულურ-გუდამაყრული) ჯგუფს ეკუთვნის. ქართული ენის სხვა დიალექტებს შორის ხევსურულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს; კერძოდ, იგი არქაული ფორმების სიუხვით გამოირჩევა.

გავრცელების არე

ხევსურეთს საკმაოდ ფართო ტერიტორია უკავია. მას ესაზღვრება ჩრდილოეთით ქისტეთი, სამხრეთით ფშავი, აღმოსავლეთით თუშეთი და დასავლეთით ხევი და გუდამაყარი. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს: პირიქით ანუ გადაღმა ხევსურეთად და პირაქეთ ანუ გადმოღმა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი მდებარეობს კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე მდინარე ასის (არხოტის წყლისა) და არღუნის სათავეებში. პირაქეთა ხევსურეთი მთავარი ქედის გადმოღმაა, იწყება ორწყალში, სადაც ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი ერთმანეთს ერთვის და გასდევს ხევსურეთის არაგვს სათავემდე.

ხევსურეთი შედის დუშეთის რაიონში. იგი შედგებოდა ბარისახოსა და ბაცალიგოს (პირაქეთა ხევსურეთში) და არხოტისა და შატილის (პირიქითა ხევსურეთში) სასოფლო საბჭოსაგან. ამჟამად ხევსურეთის სოფლებს ბარისახოს საბჭო აერთიანებს.

ხევსურული მოსახლეობის დიდი ნაწილი გაფანტულია დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის, ახმეტის, მცხეთის, თელავის, საგარეჯოს, წითელწყაროს, თბილისის სამგორისა და ზოგ სხვა რაიონში.




წყაროები:
ვაჟა-ფშაველა, ეთნოგრაფიული წერილები, გ. ქიქოძის წინასიტყვაობითა და რედაქციით, ტფილისი, 1937.
ვაჟა-ფშაველა, ეთნოგრაფია, ფოლკლორი, კრიტიკა, პუბლიცისტიკა, კორესპონდენციები, ალ. აბაშელის რედაქციით, თბილისი, 1956.
ნ. ხიზანიშვილი, ეთნოგრაფიული წერილები, გ. ჩიტაიას რედაქციით, თბილისი, 1940.
გ. თევდორაძე, ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, წიგნი I, ტფილისი, 1930; წიგნი II, თბილისი, 1939.
ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
ა. შანიძე, ქართული კილოები მთაში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, ტფილისი, 1931.
ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს ქართველი მთიელების სასულიერო ტექსტები: მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ნაკვეთი I, ტფილისი, 1928.
მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, III, თბილისი, 1940.
ალ. ჭინჭარაული, ხევსურულის თავისებურებანი, თბილისი, 1960.
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
ფ. მაკალათია, ხევსურულის ძირითადი მორფოლოგიერუ თავისებურებანი არხოტის მეტყველების მიხედვით, სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული, 8, თბილისი, 1958.
ბ. გაბუური, ჴევსურული მასალები, ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეული, თფილისი, 1923-24.




Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.

საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.