ARMAZI | არმაზი | ARMAZI |
მთიულური აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტების (ხევსურული, ფშაური, მოხეური, თუშური, გუდამაყრული) ჯგუფში შედის, და, ბუნებრივია, ახლოს დგას ყველა ზემოდასახელებულ დიალექტთან. განსაკუთრებულ სიახლოვეს იჩენს იგი გუდამაყრულ დიალექტთან.
მთიულეთი მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, არაგვის ხეობაში, ფასანაურიდან მლეთამდე. ფასანაურიდან დაწყებული არაგვის მარცხენა ნაპირზე მთიულთა სოფლები გზის პირადაა განლაგებული, არაგვის მარჯვნივ ზოგი სოფელი ზედ მდინარის პირზეა, ზოგი კი ხევებშია გაფანტული.
ფასანაურის ზემოთ, არაგვის მარცხნივ, შემდეგი სოფლებია: ჩაბარუხი, ამირნი, ზემო ამირნი, ქავთარაანი, ჩირიკი; არაგვის მარჯვნივ კი შემდეგი სოფლები: წიფორი, ჩადისციხე, ხევშა, ჭიკაანი, წინკობანი.
ხანდოს ხევთან რამდენიმე სოფელია: ბიბილიანი, ცხვედიეთი და ბანტური, ხანდოს ხევში კი სოფლები: ხამუშა, წითლიანი, სოდევი, მეჯილაურები, წინამხარი, უკანამხარი, ვეშაგურები, დავითურები.
დანარჩენი სოფლები ქვეშეთის სასოფლო საბჭოში შედის. აქ სულ 34 სოფელია:
კაიშაურების ველზე: სეთურები, ჯაღმიანი, კაიშაურები, ზაქანი;
ხადის ხეობაში: წკერე, მუღურე, ბენიანი, ბეგონი, იუხო, სვიანა-როსტიანა, შარმიან-ციხიანი, ქოროღო;
ლაკათხევში: ლაკათხევი, სონჩო, ჟოჟონი, უშარნი;
გვიდაქის ხევში: გვიდაქე;
არაგვის გაღმა ფერდობებზე: მანასეურები, სალაჯურები, ქვემო და ზემო ბედონი, გოგნაურები, ყველანი, სეფე, ნადიბანი;
არაგვის გამოღმა:ზემო და ქვემო მლეთა, არახვეთი-ბუქურები, ქვეშეთი, ქიმბარიანი, ნაღვარევი, ნადიბანი, ხარხეთი, ჩოხელნი.
მთიულები სახლობენ აგრეთვე ორჯონიკიძის, ასპინძის, წითელწყაროს, თეთრიწყაროსა და სხვა რაიონებში.
წყაროები:
ს. მაკალათია, მთიულეთი, ტფილისი, 1930.
ელ. ვირსალაძე, ქართველ მთიელთა ზეპირსიტყვიერება, მთიულეთ-გუდამაყარი (გამოკვლევა, ტექსტები), თბილისი, 1958.
ა. შანიძე, ქართული კილოები მთაში, ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
არნ. ჩიქობავა, გრძელი ხმოვნები მთიულურში: ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, IV, ტფილისი, 1924.
არნ. ჩიქობავა, მთიულურის თავისებურებანი, ენიმკის მოამბე, ტ. II, ტფილისი, 1937.
ს. ჟღენტი, ქართული ენის ფონეტიკა (თავი VII: აქცენტუაცია), თბილისი, 1956.
ლ. კაიშაური, მთიულური ტექსტები, თბილისი, 1978.
ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
Copyright ARMAZI Project / Manana Tandashvili, Frankfurt / Tbilisi 2000. All rights reserved.
საავტორო უფლება ეკუთვნის "არმაზის" პროექტს და მანანა თანდაშვილს, ფრანკფურტი / თბილისი 2000 წ.